რამაზი „კოჟორიძე და იურისტების“ გუნდს გუნდს 2020 წლიდან შეუერთდა. მას სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 12-წლიანი წარმატებული საადვოკატო პრაქტიკა აქვს, რომელიც არაერთ, გამამართლებელი განაჩენით დასრულებულ, რეზონანსულ საქმეს მოიცავს.
უწყვეტი საადვოკატო პრაქტიკის პარალელურად, რამაზი 2016 წლიდან შპს ,,სოლიდ ბილდინგის“ დირექტორის თანამდებობას იკავებს, 2015 წლიდან კი შპს ,,გზა2015“-ის იურისტია. 2009 წელს მუშაობდა სპს ,,ჩიქოვანის, მშვენიერაძისა და გეგეშიძის’’ იურიდიულ კომპანიაში, ადვოკატად. 2008-2009 წლებში იყო ,,ლიბერალ ადვოკატთა ბიუროს“ დამფუძნებელი, ადვოკატი. 2007-2008 წლებში კი, მუშაობდა იურისტად კს „მოდებაძე და კომპანიაში“.
2011 წელს, რამაზმა წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. 2015 წლიდან კი გახდა სპეციალიზებული ადვოკატი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით.
რამაზი აქტიურად არის ჩართული ადვოკატთა პროფესიული გაერთიანების საქმიანობაში. 2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომარე. გარდა ამისა, ის, ადვოკატთა ასოციაციის კვოტით, არჩეულია სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მმართველი ორგანოს - იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად.
რამაზი 2003-2007 წლებში სწავლობდა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის „იბერიის“ იურიდიულ ფაკულტეტზე. ის, განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში, მუდმივად ესწრება ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტრენინგებს.
მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.