თინათინ ჩანადირი - იურისტი

იურისტი | სახელშეკრულებო სამართალი, კორპორატიული იურიდიული მომსახურება, ადმინისტრაციული სამართალი, სახელმწიფო შესყიდვები, საერთაშორისო სამართალი, საოჯახო-მემკვიდრეობითი სამართალი.

ტელ: (+995) 577 344 332
ელ. ფოსტა: tc@kozhoridzelawyers.com

 

პროფესიული გამოცდილება:

თინათინი ჩვენს გუნდს 2019 წლის აპრილიდან შემოუერთდა. მისი საქმიანობა მოიცავს  სახელშეკრულებო, ადმინისტრაციული, საოჯახო-მემკვიდრეობითი და საერთაშორისო სამართლის, კორპორატიული იურიდიული მომსახურებისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროებს.  „კოჟორიძე და იურისტებში“ კერძო საადვოკატო საქმიანობის დაწყებამდე თინათინი მუშაობდა სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, საქართველოს პარლამენტი). საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იყო ადვოკატის თანაშემწე და ასევე პროფესიული სტაჟირება აქვს გავლილი ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურში.

იურიდიულ სფეროში 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილების მანძილზე თინათინი წარმატებით ახორციელებდა სახელმწიფო შესყიდვების მრავალმილიონიან პროექტებს, აწარმოებდა მოლაპარაკებებს უცხოელ პარტნიორებთან, ამზადებდა და აფორმებდა ხელშეკრულებებს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის რეზიდენტ და არარეზიდენტ  მსხვილ ბიზნეს-კომპანიებთან. მთელი ამ დროის განმავლობაში თინათინმა დააგროვა სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის, ორგანიზაციის წარმომადგენლობისა და მისი ინტერესების წარმატებით დაცვის მდიდარი პრაქტიკა. 

თინათინს წარმატებით აქვს ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში თინათინს მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ არაერთ კონფერენციასა და იმიტირებულ სასამართლო პროცესში.

განათლება:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი (2010-2012);

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ბაკალავრი (2006-2010); 

ენები:

ქართული, ინგლისური, რუსული