გიორგი ზურაშვილი 2018 წლიდან „კოჟორიძე და იურისტების“ პარტნიორია. მას აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 18 წელზე მეტი გამოცდილება.
გიორგი გახლავთ ექსპერტი საფინანსო და პროექტის მართვის საკითხებში. 2005 წლიდან არის Caucasus Consulting Group-ის მმართველი პარტნიორი. 2007 წლიდან, სხვადასხვა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის (IPA, LDK, Allplan ConPlusUltra Ltd) ექსპერტის სტატუსით, ჩართულია EBRD-ის მდგრადი ენერგეტიკის დაფინანსების პროექტში. გარდა ამისა, ის გახლავთ კომპანია „ენერგო ინვესტირების კონსულტანტების“ მმართველი პარტნიორია და უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის პროექტების კონსულტირებას სამართლებრივ და საფინანსო საკითხებში.
გიორგი ზურიაშვილი 2007 წლიდან ახორციელებს ენერგოეფექტურობის დაფინანსების პროექტს (Caucasus Energy Efficiency Programme, EBRD), რომლის მიზანიცაა ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისათვის მდგრადი საკრედიტო სისტემის დანერგვა, ენერგიის დაზოგვის პოტენციალი გამოვლენა და საინვესტიციო გეგმების მომზადება კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესისა და საცალო გაყიდვების სექტორისათვის.
გიორგი 1997-2001 წლებში სწავლობდა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 2001 წელს დაასრულა სკრენტონის უნივერსიტეტი (პენსილვანია, აშშ), საჯარო ადმინისტრირებისა და მართვის სპეციალობით.
მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.