სადაზღვევო სამართალი თავისი არსით გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ბევრი ჩვენი თანამოქალაქის დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს. გამართული სადაზღევო სისტემის გარეშე, ძნელი წარმოსადგენია, რომ ბიზნესმა სტაბილური განვითარება შეძლოს, ხოლო ადამიანმა, სოციალური თუ პროფესიული კუთხით, თავისი პოტენციალის სრულ რეალიზებას მიაღწიოს.
თუმცა, სადაზღვევო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებისაკმაოდ ხშირად აწყდებიან კაბალური შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პრობლემას. გარდა ამისა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ხშირად აქვს ადგილი ხელშეკრულების ცალკეული ჩანაწერების არაერთგვაროვან გაგებას და დაფარული პირობების გამო გამოწვეულ უკმაყოფილებას, რაც დაზღვევის სერვისის ხარისხზე უარყოფითად აისახება და მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი მოაქვს.
იმ დროს, როდესაც ადამიანი ისედაც დაზარალებულია გაუარესებული ჯანმრთელობის, ავტოსაგზაო შემთხვევის, სტიქიის თუ სხვა უბედური შემთხვევის შედეგად, „კოჟორიძე და იურისტები“ მუშაობს იმისთვის, რომ კლიენტს შეუმცირონ დამატებითი საზრუნავი, მოუხსნან უამრავი დოკუმენტის შეგროვების, უწყებიდან უწყებაში სიარულის საჭიროება, ხოლო სამართლებრივი დავის შემთხვევაში, მაქსიმალურ შედეგს მიაღწიონ დაზარალებულის რეაბილიტაციისთვის.
სადაზღვევო კუთხით „კოჟორიძე და იურისტები“ გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებებს: