საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპს. კანონმდებლობით მონიჭებული ეს თავისუფლება დიდ ყურადღებასა და გამოცდილებას მოითხოვს, რადგან სწორედ ხელშეკრულების მხარეა პასუხისმგებელი საკუთარი უფლებების და ვალდებულებების სწორად განსაზღვრაზე. გონივრულად წარმართული მოლაპარაკებები და ხელშეკრულების პირობების კვალიფიციური სამართლებრივი ექსპერტიზა წარმატებული სახელშეკრულებო ურთიერთობის/ბიზნესის განმსაზღვრელი წინაპირობაა.
ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი მზადაა, დაიცვას თქვენი ინტერესები სახელშეკრულებო ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე: აწარმოოს მოლაპარაკებები; ჩამოაყალიბოს კლიენტისთვის კომფორტული და მის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული ხელშეკრულება, რაც საბოლოოდ სასურველი სამართლებრივი შედეგის საფუძველი გახდება. გარდა ამისა, ჩვენი გუნდის გამოცდილი იურისტები დაგეხმარებიან უკვე გაფორმებული გარიგების სამართლებრივ რევიზიაში, რათა სწორად შეფასდეს რისკები და მოლოდინები, საჭიროების შემთხვევაში, კი შემოგთავაზებთ მდგომარეობის გამოსწორების მაქსიმალურად ოპტიმალურ გზას.
აღნიშნულის ფარგლებში „კოჟორიძე და იურისტები“ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას: