ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, ტურიზმის განვითარება და უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება საქართველოს პრიორიტეტია. ამ პრიორიტეტების შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე ხორციელდება სავიზო პოლიტიკის შეცვლა, უცხოელთა საქართველოში შემოსვლისა და ბიზნესის წარმოების პირობების სრულყოფა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხოეთის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების საქართველოს პოტენციალით დაინტერესება სტაბილურად იზრდება. მოქალაქეობის მიღება, უძრავი ქონების შეძენა, ბიზნესის დაწყება, ინვესტიციის განხორციელება - ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის კომპლექსულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას მოითხოვს. „კოჟორიძე და იურისტების“ პროფესიონალთა გუნდს აქვს უცხოელ და მოქალაქეობის არმქონე პირთა წარმომადგენლობის მრავალწლიანი ისტორია, რაც გარანტია იმისა, რომ წარმატებულად დავიცავთ თქვენს ინტერესებს ნებისმიერ სამართლებრივ საკითხში, მათ შორის: