უძრავი ქონების ბაზარს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და სტაბილურად ვითარდება. მესაკუთრეს, ინვესტორს, დეველოპერს, მოიჯარეს, იპოთეკარს და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების ყველა აქტორს, სხვადასხვა ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებისთვის, კვალიფიციური და სანდო იურიდიული მრჩეველი სჭირდება. „კოჟორიძე და იურისტების“ გუნდი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ, ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის სამართლებრივ პრობლემაზე წარმატებით მუშაობს.
კომპანიის იურისტების მრავალწლიანი პრაქტიკა ადასტურებს, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სრულყოფილი იურიდიული მომსახურება საჭიროებს სამართლის სხვადასხვა დარგის მაღალპროფესიულად ცოდნას. მაგალითად, უცხოელის მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენა შესაძლებელია ერთდროულად მოითხოდეს სახელშეკრულებო სამართლის, სანივთო სამართლის, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ ნორმების, საგადასახადო კანონმდებლობისა და სხვა რეგულაციების ცოდნას. „კოჟორიძე და იურისტების“ მულტიდისციპლინარული გუნდი დახმარებას გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხში, მათ შორის: