საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი თანამედროვე იურისპრუდენციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია.
სწორედ საკორპორაციო სამართლის სწორი გაგებაა კერძო ბიზნესის განვითარების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რასაც, თავის მხრივ, უამრავი დადებითი შედეგი მოჰყვება - იქნება ეს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ა.შ.
ბიზნესის სფეროში არსებული მდგომარეობისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში საკორპორაციო სამართლის კუთხით მთელი რიგი ხარვეზებია.
არსებობს საკითხები, რომლებსაც, კონკრეტული საქმიანობის წამოწყებამდე, სწორი გაანალიზება და მიდგომა სჭირდება, მათ შორისაა: კომპეტენციების სწორი გამიჯვნა ორგანიზაციის მმართველობით და ხელმძღვანელობით ორგანოებს შორის; საზოგადოების პარტნიორთა და ხელმძღვანელთა კეთილსინდისიერების პრინციპები; ხელმძღვანელის დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების მიღების საკითხში და მისი საქმიანობის თავისუფლება - Business Judgment Rule; პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობა - ,,გამჭოლი პასუხისმგებლობის’’ ინსტიტუტი და უამრავი სხვა საბაზისო საკითხი.
„კოჟორიძე და იურისტების“ პროფესიონალთა ჯგუფი გთავაზობთ კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას შემდეგ (და არამარტო) საკორპორაციო/სამეწარმეო სამართლებრივ საკითხებზე: