სახელმწიფო ორგანიზაციები ყოველწლიურად მილიარდობით ლარს (საბიუჯეტო სახსრების ერთ მესამედს) სხვადასხვა მომსახურებისა და საქონლის შეძენასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე ხარჯავენ. სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, ერთი მხრივ, ორიენტირებულია საბიუჯეტო რესურსების გამჭვირვალე და რაციონალურ ხარჯვაზე, მეორე მხრივ კი, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და კერძო სექტორში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებაზე. თუმცა, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციები (სახელმწიფო უწყებები), ისე მიმწოდებლები (კერძო კომპანიები) განიცდიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტების დეფიციტს, რის გამოც პროცესში მონაწილე ორივე მხარეს სერიოზული პრობლემები ექმნება.
ხშირად, შემსყიდველ ორგანიზაციებში კომპეტენტური კადრების არარსებობა უამრავ ხარვეზს იწვევს, როგორებიცაა: ხელშეკრულების პირობების არასწორი ფორმულირება, გაუმართავი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, სათანადო წესების დარღვევით შედგენილი ოქმები, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოების წესის უგულვებელყოფა და ა.შ., რასაც საჯარო რესურსების არაეფექტიან ხარჯვამდე მივყავართ. მეორე მხრივ, მიმწოდებლები, რომელბსაც კვალიფიციური იურისტები არ ჰყავთ, დიდ ფინანსურ დანაკარგებს განიცდიან იმის გამო, რომ სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივ ნიუანსებში ვერ ერკვევიან.
„კოჟორიძე და იურისტების“ გუნდს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საქმიანობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ამ პერიოდის მანძილზე კომპანიის იურისტები ჩართულნი იყვნენ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ძირეულ ცვლილებებში. ჩვენს ხანგრძლივ და მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დარწმუნებულნი ვართ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში „კოჟორიძე და იურისტების“ იურიდიული მომსახურება მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი იქნება როგორც შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც საბიუჯეტო რესურსების ეფექტიანი განკარგვა სურთ, ისე კერძო კომპანიებისთვის, რომლებიც საჯარო უწყებებთან პარტნიორობით ბიზნესის განვითარებას გეგმავენ.
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში „კოჟორიძე და იურისტების“ გთავაზობთ შემდეგ იურიდიულ მომსახურებებს: