საოჯახო და მემკვიდრეობითი ურთიერთობები საკმაოდ კომპლექსური და დელიკატური სფეროა. სამართლის სხვადასხვა დარგების ღრმა ცოდნისა და გამოცდილების გარდა, ის გარკვეულ დიპლომატიურ და მედიატორულ უნარებს მოითხოვს. „კოჟორიძე და იურისტების“ განსხვავებული სპეციალიზაციის გამოცდილი პროფესიონალები მზად არიან, პროფესიული ეთიკის ნორმების აბსოლუტური დაცვით, მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე დროში დაგეხმარონ ისეთი სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა:
- - საქორწინო ხელშეკრულების შედგენა;
- - განქორწინება და განქორწინებასთან დაკავშირებული პრობლებური სამართალურთიერთობები, მაგალითად: თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა, მეურვეობა, არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტი, მშობლისთვის დამატებით ხარჯებში მონაწილეობის დაკისრება, მეუღლის სასარგებლოდ სარჩოს განსაზღვრა და ა.შ;
- - მშობლის უფლების შეჩერება/შეზღუდვა/ჩამორთმევა;
- - სამკვიდროს მიღება (ანდერძით ან/და კანონით მემკვიდრეობისას);
- - ლეგატი;
- - მამკვიდრებლის კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულება და სხვა.