პირს, რომელიც საკუთარი უფლებების დაცვას ქვეყნის შიგნით ვერ ახერხებს, შესაძლებლობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები გამოიყენოს. ერთ-ერთი ასეთი ძირითადი მექანიზმია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ე.წ. ,,სტრასბურგის სასამართლო“).
არსებული ოფიციალური სტატისტიკით ევროპულ სასამართლოში შესული საჩივრების 90%-ზე მეტი მიუღებლად ცხადდება. ეს სტატისტიკა ხაზს უსვამს, რომ იურისტების მაღალ კვალიფიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი დოკუმენტების შედგენის თუ საქმის წარმოების პროცესში.
ჩვენი გუნდის დასავლური განათლების მქონე იურისტები დეტალურად იცნობენ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებს და პრეცედენტულ სამართალს. ამდენად, გთავაზობთ მაღალპროფესიონალურ დონეზე გაწეულ სამართლებრივ დახმარებას, რაც მოიცავს:
• სამართლებრივ კონსულტაციას;
• განაცხადის/საჩივრის მომზადებას;
• წარმომადგენლობას ევროპულ სასამართლოში.