„კოჟორიძე და იურისტების“ გუნდი მაღალპროფესიულ იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ სისხლის სამართლის ნებისმიერ საკითხზე. ბრალდებულს, მსჯავრდებულს, დაზარალებულსა თუ მოწმეს თავიანთი უფლებების დასაცავად კვალიფიციური, სანდო და ძლიერი ადვოკატი სჭირდებათ. ამასთან, ჩვენი იურისტების მრავალწლიანი პრაქტიკა ადასტურებს, რომ ხშირად სისხლის სამართლის საქმეზე წარმატებისა და კლიენტისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა სამართლის სხვა დარგების მაღალპროფესიული ცოდნა (მაგალითად, ფინანსურ დანაშაულზე მუშაობა შესაძლებელია მოითხოვდეს საგადასახადო სამართლის ანალიზს). „კოჟორიძე და იურისტების“ მულტიდისციპლინარული გუნდი ამ მხრივ საუკეთესო არჩევანია - თქვენ გეყოლებათ კონკრეტული ადვოკატი სისხლის სამართალში, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, თქვენს საქმეში ჩაერთვებიან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტები. როგორც სამართლის სხვა დარგში, სისხლის სამართლშიც ჩვენი იურიდიული კომპანიის მიდგომა ასეთია: კლიენტს ჰყავს კონკრეტული ადვოკატი, თუმცა, მას იცავს გუნდის სრული შემადგენლობა.
სისხლის სამართალში ჩვენი იურიდიული მომსახურება მოიცავს ბრალდებულის, მსჯავრდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ინტერესების დასაცავად ყველა შესაბამისი სამართლებრივი მოქმედების ჩატარებას: